ირანის ხალხის მუჯაჰიდების ორგანიზაციის ცვალებადი იდეოლოგია

ავტორები

  • ნიკო ქელბაქიანი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, გ წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი ავტორი

DOI:

https://doi.org/10.32859/neg/14/298-316

საკვანძო სიტყვები:

ირანის ხალხის მუჯაჰიდების ორგანიზაცია, ირანის ისლამური რესპუბლიკა, ისლამური მარქსიზმი, 1979 წლის რევოლუცია, აშშ-ირანის ურთიერთობები

ანოტაცია

ირანის ხალხის მუჯაჰიდების ორგანიზაცია 1960-იან წლებში ისლამური მარქსიზმის იდეებზე დაფუძნდა და ერთ-ერთი ის იშვიათი პოლიტიკური პარტიაა, რომელიც 1979 წლის ირანის რევოლუციამდე დაარსდა და დღემდე აქტიურად მოქმედებს. თუმცა ამ პოლიტიკურმა ორგანიზაციამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა როგორც საკუთარ იდეოლოგიაში, ისე პოლიტიკური მოკავშირეების სიაში, და თუკი თავდაპირველად ხალხის მუჯაჰიდები აქტიურად ებრძოდნენ ირანში ამერიკულ და დასავლურ ინტერესებსაც, დღეს მათ მრავალ ამერიკელ და დასავლელ პოლიტიკოსთან აქვთ კავშირი ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან საბრძოლველად.

ცვლილებები ხალხის მუჯაჰიდების იდეოლოგიასა და საქმიანობაში შეიძლება აიხსნას რეპრესიებით ორგანიზაციის წინააღმდეგ როგორც შაჰის პერიოდში, ისე ისლამური რესპუბლიკის მიერ, რომლებმაც ორგანიზაციის ათასობით წევრი შეიწირა; ორგანიზაციის მმართველობის მასუდ რაჯავისა და შემდგომ მისი მეუღლის მარიამ რაჯავის ხელში მოქცევით და გეოპოლიტიკური ცვლილებებით, რომლებმაც დრამატულად გადაასხვაფერა ორგანიზაციის მოკავშირეთა სია.

ავტორის ბიოგრაფია

  • ნიკო ქელბაქიანი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, გ წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი

    ასისტენტ-მკვლევარი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

26.03.2025

გამოცემა

სექცია

ისტორია და წყაროთმცოდნეობა

როგორ უნდა ციტირება

ირანის ხალხის მუჯაჰიდების ორგანიზაციის ცვალებადი იდეოლოგია. (2025). ახლო აღმოსავლეთი და საქართველო, 14(14), 298-316. https://doi.org/10.32859/neg/14/298-316

მსგავსი სტატიები

1-10 — 43

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.