გილანის გორჯესთან/გორჯიან-ის გეოგრაფია

ავტორები

  • აბას ფანაჰი გილანის უნივერსიტეტი ავტორი

DOI:

https://doi.org/10.32859/

საკვანძო სიტყვები:

კავკასია~კასპიის რეგიონი, საქართველო, ქართველები, გილანი

ანოტაცია

საყოველთაოდ ცნობილია, რომ  სეფიანთა ეპოქის დასაწყისიდან ანუ მე-16 საუკუნიდან   ქართველებსა და ჩრდილოეთ ირანის ხალხებს შორის ჩამოყალიბდა ფართო ურთიერთობები, თუმცა ირანულ კლასიკურ ისტორიულ ტექსტებში ვხვდებით მითითებას მე -11 საუკუნეში გილანსა და მაზანდარანს შორის მდებარე ტერიტორიაზე, რომელიც იწოდება, როგორც „გორჯესთან“ ან „გორჯიან“. ეს ვრცელი ტერიტორია მოქცეულია ჩრდილოეთიდან კასპიის ზღვის, აღმოსავლეთიდან დღევანდელი რამსარის, დასავლეთიდან დღევანდელი თონექაბონისა და სამხრეთიდან ყაზვინის საზღვრებში.

 გილანის ქართველების შესახებ იბადება კითხვა: მიუხედავად იმისა, რომ არ მოგვეპოვება დოკუმენტები მე-11 საუკუნეში ირანის ჩრდილოეთში ქართველების გადმოსახლების შესახებ, რამ განაპირობა ამ მხარის სახელდება, როგორც „გორჯესთან“?

შესაძლებელია თუ არა იმის დამტკიცება, რომ გილანის ქართველებმა ამ მხარეს საკუთარი სამშობლოს სახელი დაარქვეს? თუკი ამ მხარის მკვიდრნი ნამდვილად ქართველები იყვნენ, რომელ ისტორიულ ეპოქაში გადმოსახლდნენ ისინი ამ მხარეში? სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერ ხერხდება ამ ტერიტორიაზე ქართველთა გადმოსახლების დროისა და ფორმის შესახებ რაიმე მასალის მოპოვება. მკვლევარი აგრძელებს მუშაობას, რათა ისტორიული წყაროების მონაცემების მეშვეობით შეისწავლოს ამ მხარის გეოგრაფიული საზღვრები და მე-11 საუკუნეში იქ განვითარებული მოვლენები.

ავტორის ბიოგრაფია

  • აბას ფანაჰი, გილანის უნივერსიტეტი

    ასოცირებული პროფესორი, გილანის უნივერსიტეტი (ირანი)

გამოქვეყნებული

26.03.2025

გამოცემა

სექცია

ისტორია და წყაროთმცოდნეობა

როგორ უნდა ციტირება

გილანის გორჯესთან/გორჯიან-ის გეოგრაფია. (2025). ახლო აღმოსავლეთი და საქართველო, 14(14), 288-297. https://doi.org/10.32859/