მასალების გაგზავნა
მასალის გაგზავნის მომზადების საკონტროლო სია
ყველა წარმოდგენილი სტატია უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- არ უნდა იყოს ადრე გამოქვეყნებული და არც გამოსაქვეყნებლად გადაცემული სხვა ჟურნალში.
- ყველა დამოწმება უნდა იყოს ზუსტი და სრული.
- ყველა ცხრილი, სქემა, გამოსახულება უნდა იყოს დანომრილი და თან ახლდეს სათაური.
- ავტორს მიღებული უნდა ჰქონდეს ფოტოების, მონაცემთა ნაკრების და სხვა მასალების გამოყენების უფლება.
სტატიები
ხელნაწერთან დაკავშირებული მოთხოვნები:
ჟურნალში გამოსაქვეყნებლად წარმოდგენილი სტატიებში უნდა დაცული იყოს ე.წ. „ჩიკაგოს სტილი“ (იხ. http://www.chicagomanualofstyle.org/tools_citationguide.html).
ავტორებს შეუძლიათ ციტაციის დროს აირჩიონ როგორც სქოლიოების დართვა, ისე დამოწმების ტექსტში ჩართვა, მაგრამ ამასთანავე სტატიაში არ დაიშვება ციტაციის ამ ორი სახეობის შეთავსება.
რეცენზირების (Peer Review) პროცესი
ჟურნალში გამოსაქვეყნებლად წარმოდგენილი სტატიები გადის ორმაგ „ბრმა“ რეფერირებას მინიმუმ ორი ანონიმი რეცენზენტის მიერ. რეცენზირების პროცესი დაახლოებით ორ თვემდე გრძელდება.
გამოქვეყნება
რეცენზენტების მიერ დადებითად შეფასებულ ადგილობრივი ავტორების ქართულ სტატიებს უნდა ახლდეს ვრცელი ინგლისური რეზიუმე (ქართული ტექსტის მინიმუმ 1/3).
უცხოელი ავტორების ინგლისურ სტატიებს უნდა ახლდეს ვრცელი ქართული რეზიუმე. სხვა ენებზე წარმოდგენილ სტატიებს უნდა ახლდეს განვრცობილი რეზიუმე ინგლისურ და ქართულ ენებზე, ასევე მოკლე აბსტრაქტი ქართულად და ინგლისურად (100-200 სიტყვა).
უცხო ენებზე წარმოდგენილი სტატიების ქართული რეზიუმეების მომზადებას, გარკვეულ შემთხვევებში, უზრუნველყოფს ჟურნალის სარედაქციო საბჭო.
კონფიდენციალურობის განცხადება
ელექტრონული ფოსტის სახელები და მისამართები, რომლებსაც შეიტანთ ამ საიტზე, გამოყენებული იქნება მხოლოდ ამ ჟურნალის საჭიროებისათვის და არ იქნება გამოყენებული სხვა მიზნებისათვის, ან არ გადაეცემა სხვა პირებისა და ორგანიზაციებს.