მუსლიმი რეფორმატორები თბილისში - ჟურნალ „მოლა ნასრედინის“ მაგალითი

ავტორები

  • თამთა ბოკუჩავა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი ავტორი

DOI:

https://doi.org/10.32859/neg/15/378-395

საკვანძო სიტყვები:

მოლა ნასრედინი, თბილისი, მირზა ჯალილ მემედყულიზადე, ჰამიდე ხანუმი

ანოტაცია

XX საუკუნის დასაწყისში, ხელოვანთა და ინტელექტუალთა ჯგუფმა ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფოლკლორული ფიგურის, მოლა ნასრედინის ხელახალი ინტერპრეტაცია მოახდინა. ამით ისინი ცდილობდნენ ჩამოეყალიბებინათ რეფორმისტული და ანტიკოლონიალური მუსლიმური დისკურსი, რომელსაც აქცენტი სოციალურ და პოლიტიკურ რეფორმებზე ექნებოდა. ფოლკლორის, ვიზუალური ხელოვნებისა და სატირის მეშვეობით პერიოდული გამოცემა Mollā Nasreddin-მა გავლენა იქონია ათიათასობით მუსლიმზე და შეცვალა მთელი თაობის აზროვნება. ავტორები სხვადასხვა სოციალურ ფენას მიეკუთვნებოდნენ. ზოგიერთი მუშათა კლასის ოჯახებიდან იყვნენ, თუმცა ძირითადი ნაწილი მაინც საშუალო ფენის წარმომადგენლები იყვნენ. რედაქტორი ჯალილ მემედყულიზადე, იგივე მირზა ჯალილი (1866–1932), იყო ავტორი, დრამატურგი და აზერბაიჯანული ლიტერატურის კრიტიკული რეალიზმის სკოლის ერთ-ერთი დამაარსებელი. ომარ ფაიქ ნემანზადე (1872–1937), თანადამფუძნებელი და რედაქტორი, იყო გამოცდილი ჟურნალისტი, რომელიც სწავლობდა თურქეთში. მირზა ჯალილის მეუღლე, ჰამიდე ხანუმი (1873–1955) იყო ქალთა უფლებების დამცველი. 1906 წლიდან 1912 წლამდე თბილისში გამოიცა Mollā Nasreddin-ის დაახლოებით 370 ნომერი. 1906 წლის 7 აპრილს, ჟურნალი გამოვიდა მოკრძალებული, 1000 ეგზემპლარიანი ტირაჟით, მაგრამ ერთ თვეში იბეჭდებოდა კვირაში 25000 ეგზემპლარი. Mollā Nasreddin აკრიტიკებდა სამხრეთ კავკასიის პოლიტიკოსებს, მიწის მესაკუთრეებს და სასულიერო პირებს; ხაზს უსვამდა ქალებისა და ბავშვების ჩაგვრას პატრიარქალურ საზოგადოებაში.

 

ავტორის ბიოგრაფია

  • თამთა ბოკუჩავა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი

    ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ასისტენტ-მკვლევარი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

30.11.2023

გამოცემა

სექცია

მედიის კვლევები

როგორ უნდა ციტირება

მუსლიმი რეფორმატორები თბილისში - ჟურნალ „მოლა ნასრედინის“ მაგალითი. (2023). ახლო აღმოსავლეთი და საქართველო, 15(15), 378-395. https://doi.org/10.32859/neg/15/378-395

მსგავსი სტატიები

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.