პროფ. ც. კახიანი და მის პირად არქივში დაცული არაბულენოვანი ეპიგრაფიკული მასალა
DOI:
https://doi.org/10.32859/neg/15/354-364საკვანძო სიტყვები:
პროფ. ცისია კახიანი, არაბულენოვანი ეპიგრაფიკა, ეპიგრაფიკული ძეგლები,, საარქივო მასალა, წარწერებიანოტაცია
საქართველოს ტერიტორიაზე არსებული არაბულენოვანი ეპიგრაფიკული ძეგლების გარდა, პროფ. ც. კახიანი მუშაობდა აკად. ს. ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის ა. ნ. კაზნაკოვისეული ფონდის, ძვირფასი ნივთების ფონდის, საბრძოლო იარაღის და სხვა ფონდების არაბულენოვან წარწერებზე.
პროფ. ც. კახიანს გამოცემული აქვს მონოგრაფია ,,დმანისის არაბული წარწერები”, რომელსაც საფუძვლად დაედო 1936-1937 წ.წ. ლ. მუსხელიშვილის ექსპედიციის მიერ მოპოვებულ ეპიგრაფიკულ ძეგლებთან ერთად, მის მიერ გამოვლენილი დმანისის მუსლიმური სასაფლაოს არაბულენოვანი ეპიტაფიები.
პროფ. ც. კახიანის არქივში დაცულია მრავალრიცხოვანი მასალა ხელნაწერებისა და ფოტოების სახით. ეს მასალა უნიკალურია. მასში შემონახული და დაფიქსირებული რიგი წარწერებისა დღეს დაკარგულია, ამდენად, მათი კვლევა და ფართო საზოგადოებისთვის მიწოდება მხოლოდ საარქივო წყაროების მეშვეობითაა შესაძლებელი.
საარქივო მასალა შედგება 16 დიდი და 39 მცირე საქაღალდისაგან.
პროფ. ც. კახიანის არქივი შეძლებისდაგვარად მოვაწესრიგეთ, თემატურად დავალაგეთ და გავაერთიანეთ ზოგიერთი მასალის სხვადასხვა საქაღალდეებში გაბნეული ნაწილები და ფოტოები.
ჩვენი მიზანია, ფოტოებისა და სამუშაო ვერსიების სახით წარმოდგენილი მდიდარი საარქივო მასალების დასრულება და ცალკე შრომებად, სტატიების სახით ეპიგრაფიკით დაინტერესებულ პირთათვის გაცნობა; გარდა ამისა, იმ ძეგლების მოძიება და შესწავლა, რომელთა არსებობის შესახებ არქივში დაცულია მხოლოდ ინფორმაცია (ფოტოებისა და სამუშაო ვერსიის გარეშე).