სასანიდების რელიგიური პოლიტიკა 226-420 წლებში და ქართლის (იბერიის) ეკლესია
DOI:
https://doi.org/10.32859/neg/15/314-343საკვანძო სიტყვები:
სასანიდები, რელიგიური პოლიტიკა, ზოროასტრიზმი, აღმოსავლეთის ეკლესია, ქართლის ეკლესიაანოტაცია
სტატიაში განხილულია სასანიანების რელიგიური პოლიტიკა როგორც საკუთრივ ირანში, ისე სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში, რომელსაც ირანისთვის დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. მართალია, პირველი სასანიანები ქრისტიანთა (ისევე, როგორც სხვა რელიგიური უმცირესობების) მიმართ შემწყნარებლურ პოლიტიკას ატარებდნენ, მაგრამ რომის იმპერიის რელიგიური პოლიტიკის ცვლილებისა და სამხრეთ კავკასიის გაქრისტიანების შემდეგ სასანიანებმა შეცვალეს ქრისტიანთა მიმართ დამოკიდებულება.
დაპყრობილი ტერიტორიების საბოლოო ირანიზაციისთვის სასანიდები ცდილობდნენ იქ ზოროასტრიზმის დამკვიდრებას და ქრისტიანობის ამოძირკვას, მაგრამ როდესაც ძლიერ წინააღმდეგობას წააწყდნენ, შეცვალეს პოლიტიკა და მათთვის თავისუფლების მინიჭების სანაცვლოდ მათი გაკონტროლება სცადეს. დამორჩილებული სამხრეთ კავკასიის ეკლესიები აიძულეს იერარქიული კავშირი გაეწყვიტათ რომის იმპერიის ეკლესიებთან, ღვთისმსახურებიდან განდევნეს ბერძნული ენა, საბოლოოდ დამორჩილების მიზნით კი სამხრეთ კავკასიის ეკლესიები ირანში არსებული აღმოსავლეთის ეკლესიის მეთაურს დაუქვემდებარეს, რომელსაც ირანის შაჰი ნიშნავდა.
სტატიაში პირველადი წყაროებისა და თანამედროვე ისტორიოგრაფიის შუქზე ვრცლად არის განხილული სასანიანი შაჰების რელიგიური პოლიტიკა და ამისგან გამოწვეული ვითარება ქართლის ეკლესიაში.