უცხოელ მოგზაურთა თვალით დანახული თბილისის მოსახლეობა (XIX საუკუნის პირველი ნახევარი)
DOI:
https://doi.org/10.32859/neg/15/199-233საკვანძო სიტყვები:
თბილისი, სომხები, გერმანული კოლონია, ევროპელები, კათოლიკეები, მუსლიმებიანოტაცია
სტატიაში წარმოვადგენილია XIX საუკუნის პირველ ნახევარში საქართველოში სხვადასხვა მიზნით მოგზაურ უცხოელთა თხზულებებში დაცული ცნობები. თბილისის მოსახლეობის ეთნორელიგიური შემდგენლობისა და ადათ-წესების შესახებ. თუ XIX საუკუნის პირველ მესამედში უცხოელი მოგზაურები თბილისს ძირითადად აზიურ ქალაქად აღიქვამდნენ, 40-იანი წლებიდან ისინი თბილისს ორ – ძველ აზიურ და ახალ რუსულ-ევროპულ ქალაქად ყოფდნენ, რაც ქალაქის მოსახლეობაზეც აისახა. XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე თბილისის მუდმივ მოსახლეობას ქართველები, სომხები და მცირერიცხოვან მუსლიმები შეადგენდნენ, XIX საუკუნის პირველ წლებში თბილისის მოსახლეობას შეემატნენ რუსი სამხედრო მოხელეები და ჯარისკაცები, რუსეთ-ირანის ომების შედეგად აქტიურად დაიწყო ირანიდან სომხების ემიგრაცია. 1818 წელს თბილისის მახლობლად დაარსდა ვიურტემბერგელი გერმანელების კოლონია,. მათ გარდა თბილისში ცხოვრობდა რამდენიმე რამდენიმე ასეული სპარსელი, რამდენიმე ათეული ბერძენი, ფრანგი და ებრაელი. XIX საუკუნის დასაწყისიდან თბილისში დამკვიდრებული რუსეთის მთავრობა სხვადასხვა გზებით ცდილობდა ადგილობრივ მოსახლეობაში თავისი ცხოვრების წესის შეტანას. თბილისის მოსახლეობის დაბალი ფენებისგან განსხვავებით, თბილისის თავადაზნაურობა თანდათან კარგავდა თავისი წეს-ჩვეულებების უმეტეს ნაწილს.
უცხოელ მოგზაურთ ცნობების საფუძველზე შეიძლება ითქვას, XIX საუკუნის პირველ ნახევარში თბილისი, სადაც ერთმანეთის გვერდით სხვადასხვა ეროვნების, რელიგიისა და სოციალური ფენის წარმომადგენელი ცხოვრობდა, მნიშვნელოვანი მულტიკულტურული ფუნქციის მქონე ქალაქი იყო.