ფათვა და ჯიჰადისტური ისლამისტური დაჯგუფებები

ავტორები

  • თინათინ ქაროსანიძე თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი ავტორი https://orcid.org/0009-0008-2900-6429

DOI:

https://doi.org/10.32859/neg/16/330-340

საკვანძო სიტყვები:

ფათვა, ჯიჰადი, მუფთი, ჯვაროსნები, მუჯაჰიდი

ანოტაცია

 

რადიკალურმა ისლამმა და ისლამისტურმა ჯიჰადისტურმა ორგანიზაციებმა ისლამის რელიგიური დოქტრინები და იდეოლოგიური ნარატივები საკუთარ იდეოლოგიას მოარგო და ბრძოლის ტაქტიკის მნიშვნელოვან ნაწილად აქცია.

ისლამის რელიგიურ პრაქტიკაში ხშირად გამოიყენება ფათვები ანუ რელიგიური განკარგულებები, რომელსაც ისტორიის განმავლობაში გამოსცემდნენ სხვადასხვა მუსლიმი სასულიერო პირები ანუ მუფთები. ფათვების შინაარსი განსხვავებული იყო და ეხებოდა სხვადასხვა საკითხს, შესაბამისად ისლამის ისტორია მრავალფეროვანი ფათვებითაა სავსე.

სტატიაში განხილულია ისლამისტური ჯიჰადისტური დაჯგუფების ალ-კაიდას ლიდერის უსამა ბინ ლადენის ფათვები, რომელსაც "ლადენისეულ ეპისტოლეებსაც" უწოდებენ. 

კვლევა ეყრდნობა ფათვების ტექსტების ენობრივ ანალიზს. დეტალურად გაანალიზებულია ის ენობრივი სტრუქტურა, ფრაზები, ციტირებები ყურანიდან თუ სხვა წყაროებიდან, კონცეფციები, რომელიც ამ ფათვებშია გამოყენებული. კვლევაში შედარებითი ანალიზის მეთოდოლოგიით შესწავლილია უსამა ბინ ლადენის 1996 და 1998 წელს გამოცემული ფათვები და ის კონცეფციები რომელიც საფუძვლად დაედო ალ-კაიდას ძალადობრივ იდეოლოგიას. 

 

ავტორის ბიოგრაფია

  • თინათინ ქაროსანიძე, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი

    თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი და საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის დეკანი

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

26.03.2025

გამოცემა

სექცია

სტატიები

როგორ უნდა ციტირება

ფათვა და ჯიჰადისტური ისლამისტური დაჯგუფებები. (2025). ახლო აღმოსავლეთი და საქართველო, 16, 330-340. https://doi.org/10.32859/neg/16/330-340