სასანური საბრძოლო სპილოები ლაზიკის ომში (551-556 წწ.)
DOI:
https://doi.org/10.32859/10.32859/neg/16/74-84საკვანძო სიტყვები:
ბიზანტია, სასანიანები, ლაზიკა, სპილოებიანოტაცია
ლაზიკის ომი (541-562 წწ.), ერთ-ერთი საკვანძო კონფლიქტია სასანიანთა ირანისა და ბიზანტიის ხანგრძლივ ომებს შორის. ორივე მხარე, გვიანანტიკური სამხედრო ხელოვნების ყოველგვარ ტაქტიკასა და სტრატეგიას მიმართავდნენ მიზნის მისაღწევად. სასანიანებმა IV საუკუნიდან ააღორძინეს და VI საუკუნის ფართო მასშტაბის კონფლიქტებში, აქტიურად ჩართეს ელიტური საბრძოლო სპილოების კორპუსი. ირანელმა მეთაურებმა, მერმეროემ და ნახორაგანმა, ლაზიკის ომში, ორი კონკრეტულ შემთხვევაში გამოიყენეს სპილოები, არქეოპოლისისა და ფასისის ბრძოლების დროს. სტატია მიმოიხილავს სასანური საბრძოლო სპილოების კორპუსის ისტორიას, მათ მონაწილეობას სხვადასხვა ომში, სპილოთა გამოყენების ტაქტიკას და საწინააღმდეგო საშუალებებს.