რუჰოლა სეფიანის ახალი ნაშრომი „ქართველი ცნობილი მოღვაწეები“

Authors

  • ნიკოლოზ ნახუცრიშვილი გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი , ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი Author

DOI:

https://doi.org/10.32859/

Abstract

 

ფერეიდნელი ქართველი რუჰოლა სეფიანი (ლადო სეფიაშვილი) უკვე ცნობილია ქართული სამეცნიერო საზოგადოებისათვის როგორც მკვლევარი და მთარგმნელი, რომელიც ნაყოფიერად მუშაობს ქართულ-ირანული ურთიერთობების სფეროში. მას გამოქვეყნებული აქვს ნაშრომი ფერეიდნის ტოპონიმიკაზე, სპარსულად თარგმნა ამბაკო ჭელიძის „ფერეიდნელი ქართველები“. ამჟამად გამოსაცემად მომზადებული აქვს ლადო აღნიაშვილის „სპარსეთი და იქაური  ქართველები“. იგი პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევა - ფერეიდნელ ქართველებს  ქართულს ასწავლის. ამ პროცესში რ. სეფიანიმ საჭიროდ მიიჩნია, ქართული ენის სწავლების გარდა, რასაც მეტ-ნაკლებად წარმატებულად ახერხებენ ის და სხვა ფერეიდნელი ენთუზიასტები, არა მხოლოდ ირანის ქართველობისათვის, არამედ, ზოგადად, სპარსულენოვანი მკითხველისათვის გაეცნო საქართველოს ისტორიისა და კულტურის სახელოვანი მოღვაწეები.

Author Biography

  • ნიკოლოზ ნახუცრიშვილი, გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი , ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

    ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მკვლევარი, დირექტორის მოადგილე და სპარსული ფილოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

Published

25.11.2026

How to Cite

რუჰოლა სეფიანის ახალი ნაშრომი „ქართველი ცნობილი მოღვაწეები“. (2026). The Near East and Georgia, 18 (#1), 252-254. https://doi.org/10.32859/