ებრაული კულტურის ოქროს ხანა

ავტორები

DOI:

https://doi.org/10.32859/neg/16/20-40

საკვანძო სიტყვები:

ანდალუსიური, ბიბლიური, ებრაული ენა, არაბული პოეზია, ინოვაციური თემები

ანოტაცია

შუა საუკუნეებში, როდესაც მუსლიმური ესპანეთის პოლიტიკური ცენტრის ფუნქციას ასრულებდა ჯერ სევილია, ხოლო მოგვიანებით კორდოვა, ესპანეთში ისლამური სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი ცხოვრების წესი და ინსტიტუტები შეიქმნა. მაღალგანვითარებული ქვეყნის შესაფერისმა მუსლიმური ესპანეთის ცხოვრების სტილმა და ებრაელების წარმატებულმა ადაპტაციამ გაარაბიზებულ ესპანეთში ებრაული კულტურისა და ლიტერატურის აყვავება გამოიწვია, რაც VIII - XII  საუკუნეებს მოიცავს. „ოქროს ხანად“ წოდებული პერიოდის ებრაული ლიტერატურა არაბულის დიდ ზეგავლენას განიცდიდა და გამოირჩეოდა თემატური და ჟანრობრივი მრავალფეროვნებით.  ანდალუსიურ პოეზიაში ფართოდ არის წარმოდგენილი სატრფიალო ლირიკა. ანდალუსიელი პოეტების საყვარელი თემებია, ასევე, მეგობრობის, ღვინისა და ლხინის მოტივები, რომლებსაც ლექსებს უძღვნიან როგორც არაბი, ისე ებრაელი პოეტები.

XI საუკუნის ბოლოს ანდალუსიაში საბოლოოდ ჩამოყალიბდა ებრაული საერო პოეზიის ჟანრული და სტილისტური თავისებურებები. ებრაული პოეზიის აყვავების ხანაში ტრადიციულ აღმოსავლურ არაბულ ჟანრებთან ერთად  ჩაისახა ახალი, არსებულ რეალობას მორგებული, ინოვაციური ჟანრები და თემები, რომლებიც ებრაელი პოეტების განწყობას, გრძნობებსა და განცდებს საკმაოდ ხატოვნად გადმოსცემდნენ. აქტუალური ხდება ისეთი თემები, როგორებიცაა სამშობლო და მასთან მიკუთვნებულობის საკითხი, „ელეგია ქალაქებისთვის“ ან ლტოლვა („ჰანინი“). სამშობლოსკენ  ლტოლვა ყველაზე გავრცელებულ თემად ითვლებოდა ანდალუსიურ პოეზიაში. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე იყო ისიც, რომ ებრაელმა პოეტებმა  ტრადიციულ ლიტურგიკულ პოეზიასთან ერთად დაიწყეს საერო ლექსების წერაც.

სტატიაში წარმოდგენილი არიან ებრაული კულტურის ანდალუსიური ოქროს ხანის პოეტები (იეჰუდა ჰალევი, შელომო იბნ გებიროლი, მოშე იბნ ეზრა, იეჰუდა ალხარიზი, შამუელ ჰანაგიდი და სხვები), აღნიშნულია მათი დამსახურება და შემოქმედებითი თავისებურებები და განხილულია ამ პერიოდისთვის დამახასიათებელი ინოვაციური ჟანრები და თემები.

ავტორის ბიოგრაფია

  • ლალი გულედანი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

    ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

26.03.2025

გამოცემა

სექცია

სტატიები

როგორ უნდა ციტირება

ებრაული კულტურის ოქროს ხანა. (2025). ახლო აღმოსავლეთი და საქართველო, 16, 20-40. https://doi.org/10.32859/neg/16/20-40

მსგავსი სტატიები

11-20 — 20

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.