ქართველები სეფიანთა ირანში: უნდილაძეების საგვარეულოს წარმომადგენლებთან დაკავშირებული XVII საუკუნის რამდენიმე სპარსული და არაბული წარწერის შესახებ
DOI:
https://doi.org/10.32859/neg/14/317-358საკვანძო სიტყვები:
სეფიანთა ირანი, უნდილაძეები, მეშჰედი, შირაზი, გოლფაიეგანი, ჰორმუზიანოტაცია
სტატიაში შესწავლილია სეფიანთა პერიოდის ირანის სამხედრო-პოლიტიკურ და ადმინისტრაციულ ასპარეზზე მოღვაწე უნდილაძეთა საგვარეულოს ორ წარმომადგენელთან (ალავერდი ხანი და მისი ვაჟი იმამყული ხანი) დაკავშირებული რამდენიმე სპარსული და არაბული წარწერა (მეშჰედში ალaვერდი ხანის აკლდამაზე, შირაზში ძველი საკრებული მეჩეთის შესასვლელის პორტალზე, გოლფაიეგანის ერთ-ერთ რელიგიურ ნაგებობაზე, კუნძულ ჰორმუზის აღების შემდეგ ნადავლის სახით მოპოვებულ პორტუგალიურ ზარბაზნებზე). ხაზგასმულია, რომ ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში ეს წარწერები აქამდე უცნობი იყო, მათი შესწავლა კი უთუოდ გაამდიდრებს ჩვენს ცოდნას ირანში უნდილაძეთა მოღვაწეობის სხვადასხვა ასპექტების შესახებ.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
26.03.2025
გამოცემა
სექცია
ეპიგრაფიკა და ნუმიზმატიკა
როგორ უნდა ციტირება
ქართველები სეფიანთა ირანში: უნდილაძეების საგვარეულოს წარმომადგენლებთან დაკავშირებული XVII საუკუნის რამდენიმე სპარსული და არაბული წარწერის შესახებ. (2025). ახლო აღმოსავლეთი და საქართველო, 14(14), 317-358. https://doi.org/10.32859/neg/14/317-358