ევროპული ,,ოქროს საწმისის” ორდენი და ანტიოსმალური კოალიციები

ავტორები

  • მანანა გაბაშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი ავტორი

DOI:

https://doi.org/10.32859/neg/14/215-230

საკვანძო სიტყვები:

„ოქროს საწმისი“, შავი ზღვა, საქართველო, ანტიოსმალური კოალიციები, ევროპელი მისიონერები

ანოტაცია

ევროპაში ,,ოქროს საწმისის” ორდენის ისტორია XV საუკუნიდან იღებს სათავეს. ამ ორდენის დაარსება ფილიპე III კეთილი  ბურგუნდიელის სახელთან არის დაკავშირებული.       ბუნებრივია, იბადება კითხვა: რატომ აიღეს ევროპელებმა მთავარ  ევროპულ ჯილდოდ ორდენი, რომელიც ევროპის  ყველა სამეფოს უმაღლეს ორდენს აღემატებოდა, თანაც სახელწოდებით ,,ოქროს საწმისი”, რომელსაც კოლხურ სამყაროსა და კოლხეთის ზღვაოსნობასთან, შავ ზღვასთან  მივყავართ.  ცხადია, ეს არ უნდა იყოს შემთხვევითი, თუ გავითვალისწინებთ ,,ოქროს საწმისის” შექმნის დროს. ვფიქრობთ, ეს ასევე არის შუა საუკუნეებში საქართველოს დასავლეთთან ურთიერთობის მნიშვნელოვანი ფურცელი, რაც სიღრმისეულ კვლევას ითხოვს, მით უმეტეს საზღვაო თემებთან კავშირში, რასაც შავი ზღვის ისტორიასთან მივყავართ.  

აღსანიშნავია, რომ  წარსულის რომანტიზაცია როგორც ევროპაში, ისე საქართველოში, სხვადასხვა დროს ანტიოსმალური კოალიციების პერიოდშიც შეინიშნებოდა. ამავე დროს ,,ოქროს საწმისი“ მსოფლიოში გამორჩეულია თავისი ცნობადობითა და პოპულარობით. ანტიოსმალური კოალიციის პერიოდში ოქროს საწმისსა და ქართულ სამყაროზე მინიშნება, ჩვენი თვალსაზრისით, კარგად იყო გათვლილი და შორს გამიზნულ პოლიტიკას ემსახურებოდა, რაც ევროპელებს კარგად ჰქონდათ გაცნობიერებული. ევროპელთა მხრიდან კი საქართველოსადმი ინტერესი  ანტიოსმალური კოალიციების პერიოდში რამდენიმე ფაქტორით უნდა ყოფილიყო განპირობებული. პირველ რიგში, საქართველოს გეოპოლიტიკით, აღმოსავლეთისა და დასავლეთის გზასაყარზე მდებარეობით, საქართველოს ახლო აღმოსავლეთთან, მსოფლიოს ამ ცხელ წერტილთან კავშირით, სადაც მაშინაც მაშინდელი მსოფლიოსთვის უმნიშვნელოვანეს პროცესებს ჰქონდა ადგილი  და საიდანაც, განსაკუთრებით 1453 წლიდან, ოსმალთა მხრიდან ქრისტიანული სამყაროსთვის საერთო  საფრთხეები მომდინარეობდა. ამიტომაც საქართველო ქრისტიანული სამყაროს დაცვის უმნიშვნელოვანეს კერასა და ფორპოსტს წარმოადგენდა, რაზეც იდგა  ევროპული და ქართული ცივილიზაცია. ეს შესანიშნავად ესმოდათ მაშინდელ ევროპელებს, რომლებიც საქართველოს დასავლეთის ნაწილად განიხილავდნენ. რაც მთავარია, აღნიშნული რეგიონი მნიშვნელოვნად განსაზღვრავდა დიდ პოლიტიკას, რომელზეც გამავალი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო მაგისტრალები მათი  დაუფლების სურვილს აღძრავდა მსოფლიოს სხვადასხვა ხალხში, მათ შორის ქართველებშიც. ამასთანავე შავი ზღვა ხმელთაშუა ზღვასთან ერთად უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა აღმოსავლეთისა და დასავლეთის პოლიტიკასა და საერთაშორისო ვაჭრობაში. 

ავტორის ბიოგრაფია

  • მანანა გაბაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი

    მკვლევარი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გ. წერეთლის

    აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ახლო აღმოსავლეთის შუა საუკუნეების

    ისტორიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

26.03.2025

გამოცემა

სექცია

ისტორია და წყაროთმცოდნეობა

როგორ უნდა ციტირება

ევროპული , ოქროს საწმისის” ორდენი და ანტიოსმალური კოალიციები. (2025). ახლო აღმოსავლეთი და საქართველო, 14(14), 215-230. https://doi.org/10.32859/neg/14/215-230

მსგავსი სტატიები

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.