ირანი და თალიბანი: მტრული ურთიერთობებიდან პრაგმატიზმამდე
DOI:
https://doi.org/10.32859/neg/14/105-118საკვანძო სიტყვები:
ავღანეთი, ირანი, თალიბანი, მაზარ-ე შარიფი, ტერორიზმიანოტაცია
ავღანეთის ხელისუფლებაში თალიბანის დაბრუნებას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს რეგიონულ და საერთაშორისო პოლიტიკურ პროცესებზე. აშშ-ის და რეგიონული აქტორების მიერ წლების განმავლობაში თალიბანთან მოლაპარაკებების წარმოება, ავღანეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში დაჯგუფების ზომიერი ნაწილის ჩართვას გულისხმობდა. მიუხედავად მიღწეული შეთანხმებებისა, თალიბანის ავღანეთის მმართველობაში დაბრუნების პროცესი განსაზღვრული გეგმისგან მკვეთრად განსხვავებულად წარიმართა.
ირანის ისლამური რესპუბლიკა წლების განმავლობაში, აქტიურადაა ჩართული მეზობელ ავღანეთში მიმდინარე მოვლენებში და ცდილობს სოციალურ-პოლიტიკური ვითარების ნორმალიზებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს.
სტატიაში განხილულია თალიბანის რეჯიმს ირანის დამოკიდებულების სახეცვლილების განმაპირობებელი ფაქტორები და ავღანეთ-ირანის ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტები თანამედროვე ეტაპზე.