ნუმიზმატ-ისტორიკოსი თინათინ ქუთელია: სამეცნიერო მემკვიდრეობა
DOI:
https://doi.org/10.32859/Abstract
2026 წლის 28 ივლისს ქართულმა ნუმიზმატიკურმა სკოლამ დიდი დანაკარგი განიცადა; — 91 წლის ასაკში გარდაიცვალა გამოჩენილი ქართველი ისტორიკოს-ნუმიზმატი, თინათინ ქუთელია.
აქტიურ მეცნიერთა მრავალრიცხოვნება, საბჭოთა პერიოდის დროინდელი ქართული ნუმიზმატიკური სკოლის სიძლიერეს რომ განაპირობებდა, — დღეისთვის, როგორც ვხედავთ, წარსულს ჩაბარდა. მით მეტი პასუხისმგებლობა გვეკისრება დარჩენილ და მომავალ ნუმიზმატებს, რომ საქართველოში ნუმიზმატიკურ კვლევათა ტრადიცია არ შეწყდეს.
ბუნებრივია, არც წინამორბედთა ღვაწლის შესწავლა-დაფასება გვაწყენდა. საქართველოს ნუმიზმატიკური მატიანის მიმდინარე ფურცლები ღვაწლმოსილ მეცნიერთა ცხოვრებებითაც უნდა შეივსოს. მეცნიერის მორალურ ვალდებულებად მიმაჩნია უფროს თანამედროვეთა, (ასაკისდა მიუხედავად) უდროოდ წასულ ნუმიზმატთა ცხოვრება და ამაგი შევისწავლო. საქმეს ცოტა მაინც ისიც მიადვილებს, რომ მრავალ მათგანს — ყველას, სამწუხაროდ, არა — პირადადაც ვიცნობდი და საზიარო ცხოვრებისეული მომენტებიც გვაკავშირებდა.
თინათინ ქუთელიასთან შეხვედრისა და ურთიერთობის პატივიც მხვდა წილად. მართალია, სამწუხაროდ, ჩვენი შეხვედრები არ იყო ხშირი და მისი პიროვნების მრავალი წახნაგი ჩემთვის, უეჭველია, სრულიად უცნობი დარჩა. თუმცა კი, რამდენიმე ეპიზოდს წინამდებარე მოგონებაში გავიხსენებ.
მკითხველს ასევე ექნება შესაძლებლობა, გაეცნოს თინათინ ქუთელიას ანოტირებულ ბიბლიოგრაფიას.