კორეულ-ქართული სასწავლო ონლაინლექსიკონის შედგენის პრინციპები: ლექსიკონის მაკროსტრუქტურა
DOI:
https://doi.org/10.32859/neg/16/7-19საკვანძო სიტყვები:
კორეული ენა, ლექსიკოგრაფია, მაკროსტრუქტურა, ომონიმებიანოტაცია
სტატიაში მოცემულია ლექსიკონის შედგენისას, მიღებული გადაწყვეტილებები, კერძოდ: წინასწარ განისაზღვროს ლექსიკონის მაკრო- და მიკროსტრუქტურა, რომელიც ლექსიკონის ორი ძირითადი შემადგენელი ნაწილია და ასევე, რა ტიპის ლექსიკონი იქმნება.
კორეულ-ქართული სასწავლო ონლაინ ლექსიკონი სათაურშივე განისაზღვრა, რომ იქნება ორენოვანი სასწავლო ონლაინ ლექსიკონი. შესაბამისად, მისი მაკროსტრუქტურის განსაზღვრა დაფუძნებული იქნება იმ მასალაზე, რაც გამოიყენება კორეული ენის სწავლების დროს (Ewha Korean A1-A2; TOPIK საგამოცდო ტესტის A1-A2 დონის სიტყვანი).
სტატიაში ასევე განხილულია ლექსიკური ერთეულების ტიპები, კერძოდ: მარტივი, ნაწარმოები და რთული სიტყვები. მოცემულია ის მეტყველების ნაწილები, რომელსაც მოიცავს ლექსიკონის სიტყვანი. აღწერილია აფიქსები მაგალითებით. აღნიშნულია, რომ ლექსიკონში ცალკე სასათაურე სიტყვებად შედის გრამატიკული სიტყვები, კერძოდ: წინდებულები, კავშირები და მეშველი ზმნები. ცალკე ლექსიკურ ერთეულებად გამოტანილია ფრაზეოლოგიზმები და კოლოკაციები.
კორეული ენისთვის დამახასიათებელია ომონიმები, სწორედ ამიტომ სტატიაში დეტალურად განხილულია ომონიმების ლექსიკონში შეტანის საკითხი და მათი თავისებურებანი.
სტატიაში მოცემულია ლექსიკონში სიტყვანის ორგანიზების პრინციპი. ცალკე სიტყვა-სტატიებად გამოტანილი საკუთარი სახელები და ტოპონიმები.
თითოეული ლექსიკური ერთეული, მეტყველების ნაწილები და ყველა ზემოთ აღნიშნულ საკითხს ახლავს საილუსტრაციო მაგალითი.
სტატია სრულდება წინასიტყვაობისა და დანართის აღწერით, თუ რა შევა თითოეულ ნაწილში.
სტატიის დასკვნის სახით მოცემულია მაკროსტრუქტურის დამუშავების შემდეგ მიღებული შედეგი.