ირანი და რუსეთი - სტრატეგიული ალიანსი თუ დროებითი პარტნიორობა?

ავტორები

  • გიორგი სანიკიძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი ავტორი

DOI:

https://doi.org/10.32859/neg/14/150-168

საკვანძო სიტყვები:

ირანი, რუსეთი, ბირთვული პროგრამა, კასპიის ზღვა, ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფანი

ანოტაცია

ირანის რუსეთთან ურთიერთობებში იკვეთება პრაგმატიზმის პირველობა იდეოლოგიასთან შედარებით. ირანისთვის უმნიშვნელოვანესია რუსეთთან თანამშრომლობა როგორც შეიარაღების მიწოდების თვალსაზრისით, ისე ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით. რუსეთი გახდა ჩვეულებრივი შეიარაღებით, ბალისტიკური და სამოქალაქო ბირთვული ტექნოლოგიებით ირანის მთავარი მომმარაგებელი. უკრაინაში რუსეთის მიერ ომის გაჩაღების შემდეგ, რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, თეირანი მოსკოვის მთავარი სამხედრო მხარდამჭერი გახდა.

კასპიის ზღვის დაყოფასთან დაკავშირებით, ორი ქვეყნის პოზიციები განსხვავებულია. რუსეთმა საბოლოოდ მიაღწია შეთანხმებებს მონაპირე ქვეყნებთან ზღვის სექტორალური დაყოფის შესახებ, ეს კი ნეგატიურად აისახა ირან-რუსეთის ურთიერთობებზე. რამდენადაც ირანი კვლავაც მხარს უჭერდა ფსკერის თანაბრად გაყოფას ხუთ მონაპირე ქვეყანას შორის, მან უარი თქვა ამ შეთანხმების კანონიერების აღიარებაზე.

დასავლეთის მცდელობა რუსეთის გაზზე დამოკიდებულების შემცირებისა შეესატყვისება ირანის ინტერესებს. ლოგიკური იქნებოდა, რომ ირანს ამ მიმართულებით მაქსიმალურად გამოეყენებინა რუსეთის უკრაინაში აგრესიის შედეგად შექმნილი ვითარება, თუმცა თეირანმა სრულიად საპირისპირო ნაბიჯები გადადგა და რუსეთთან კიდევ უფრო მეტად დაახლოებით, ამგვარი პერსპექტივა კიდევ უფრო არარეალისტური გახადა.

ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნის სრულფასოვანი ამოქმედება რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებულმა ომმა არარეალისტური გახადა.

რუსეთისა და ირანის თანმთხვევა ანტიდასავლურ პოლიტიკას არაერთი ფაქტორი განაპირობებს. მათ შორისა ორივე ქვეყნისთვის დაწესებული სანქციები, ევრაზიული იდეების გაზიარება და ა.შ.

ავტორის ბიოგრაფია

  • გიორგი სანიკიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი

    პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

    გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

26.03.2025

გამოცემა

სექცია

პოლიტიკა

როგორ უნდა ციტირება

ირანი და რუსეთი - სტრატეგიული ალიანსი თუ დროებითი პარტნიორობა?. (2025). ახლო აღმოსავლეთი და საქართველო, 14(14), 150-168. https://doi.org/10.32859/neg/14/150-168

მსგავსი სტატიები

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.